თეგი: უკრაინული მარცვლეული

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან დაიწყება. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, იური ვასკოვმა განაცხადა. ვასკოვმა აღნიშნა, რომ ორი კვირის განმავლობაში უკრაინა ტექნიკურად მზად იქნება სამივე პორტიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტისთვის. „ვიმედოვნებთ, რომ გადაზიდვას ამ კვირაში დავიწყებთ. 24 საათის განმავლობაში ჩვენ მზად ვიქნებით, ვიმუშაოთ ჩვენი პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის განახლებაზე. ჯერ საუბარია ჩორნომორსკის პორტზე. შემდეგი იქნება ოდესისა და პივდენის პორტები“, - განაცხადა ვასკოვმა. სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მიზნით, შავი ზღვის სამმა პორტმა მუშაობა განაახლა

შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. „უკრაინის პორტების განბლოკვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მარცვლეულის ექსპორტისთვის, ოდესის, ჩორნომოვსკისა და პივდენიის პორტებში ოპერაციები განახლდა. პროცესში ჩართულია საპილოტე გემი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება  

ლიბანმა დააკავა სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა - უკრაინული მედია

ლიბანში სირიული გემი, რომელსაც მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, დააკავეს. ცნობილია, რომ გემი 72 საათის განმავლობაში იყო დაკავებული. უკრაინის საელჩომ ლიბანში შესაბამისი ნებართვა მიიღო. საელჩოში განმარტავენ, რომ რუსეთის ძალებმა გემი მარცვლეულით დროებით ოკუპირებულ ყირიმში გემზე 27 ივლისს დატვირთეს. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გემი გამოძიების დასრულებამდე იქნება დაკავებული. ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „სირიის დროშის ქვეშ მცურავ გემს ქერი და ფქვილი გადაჰქონდა“. ლიბანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფინანსურ კრიზისს და პურის დიდ დეფიციტს განიცდის.

ზელენსკის თქმით, ოდესის პორტიდან გასვლის რიგს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული თექვსმეტი გემი ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით და არ შეიძლება, შეიქმნას ილუზია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინის ექსპორტის შეფერხების მცდელობებისგან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის უსაფრთხოების მხარეზე, რაც „პარტნიორების, პირველ რიგში, გაეროს და თურქეთის პასუხისმგებლობაა“. „შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის ინიციატივის განხორციელება პირველ აგვისტოს დაიწყო. ოდესის პორტი 26000 ტონა სიმინდის გადამზიდავმა პირველმა გემმა დატოვა. ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება. მაგრამ, პორტმა დაიწყო მუშაობა, დაიწყო საექსპორტო მიმოსვლა და ამას შეიძლება, ეწოდოს პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს შანსი, შეჩერდეს სასურსათო კრიზისის გავრცელება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი მუდმივად იწვევდა შიმშილს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად უკრაინული საკვების დიდი მოცულობის იმპორტს ახორციელებდნენ. „ექსტრემალური სიცხის პირობებში,ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ფასების კრიზისის საფრთხე და საკვების გარკვეული დეფიციტი შეიქმნას. ასე რომ, ჩვენ ვნახავთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და ნამდვილად იქნება თუ არა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. 16 გემი უკვე ელოდება თავის რიგს და ჩვენ მზად ვართ, სათანადო წვლილი შევიტანოთ მსოფლიო სურსათის ბაზრის სტაბილიზაციაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ცნობით, შავ ზღვაში, ოდესიდან გასვლის რიგს 16 გემი ელოდება . სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.   

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან ლიბანში გაემგზავრა, თურქეთს მიაღწია. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მყოფი სატვირთო ხომალდი Razoni, რომელიც სიმინდით იყო დატვირთული, უკრაინის ოდესის პორტიდან ორშაბათს გაემგზავრა, ბოსფორის სრუტეს მიაღწია“, - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გემის ერთობლივი შემოწმება ოთხშაბათს დილით დაიწყება. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა. 

Bloomberg: უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებით, თურქეთი რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის მიწოდების განახლებასთან დაკავშირებით, ანკარამ მოსკოვთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. იტყობინება Bloomberg თურქეთის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. მისი თქმით, ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ კიდევ არსებობს. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 218 სატვირთო ხომალდი რუსეთის მიერ შეთანხმებიდან მოულოდნელი გასვლის გამო, ახლა გაჩერებულია. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ბელორუსში MiG-31 ტიპის თვითმფრინავებსა და ბალისტიკურ რაკეტას განათავსებს, თუმცა მარაგი, სავარაუდოდ, ძალიან შეზღუდულია. დაზვერვის თანახმად, Kinzhal-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტის ბელორუსში განთავსება რუსეთს დამატებით, მცირე უპირატესობას მისცემს, რაც უკრაინის შიგნით სამიზნეებზე დარტმის მიტანაში გამოიხატება. „რუსეთი სავარაუდოდ, ომში ბელორუსის როგორც თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით მოქმედებს“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმს მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული.

პოლონეთი აცხადებს, რომ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმება მიღწეულია

პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით. პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. ბრიუსელზე ძლიერდება ზეწოლა, რათა ევროკავშირის მასშტაბით იპოვოს გამოსავალი მას შემდეგ, რაც ვარშავამ და ბუდაპეშტმა უკრაინულ მარცვლეულზე აკრძალვები შემოიღეს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.

ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი დროებით აკრძალა

ბულგარეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის 20 სხვა საკვები პროდუქტის იმპორტი დროებით აკრძალა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა გილიბ დონევმა გააკეთა. იმპორტის აკრძალვა 24 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. აკრძალვა არ შეეხება ტრანზიტულ პროდუქციას. „ჩვენ იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა, რადგან ევროპული უწყებები ჯერ ისევ განიხილავენ ადეკვატურ ზომებს. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაბანკროტება, მას ვერაფრით დაეხმარება“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერმა. პოლონეთმა მიაღწია შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტის აღდგენის შესახებ, - განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა Reuters-ის ცნობით. პოლონეთის განვითარების მინისტრმა ვალდემარ ბუდამ განმარტა, რომ უკრაინული საკვები პროდუქტების პოლონეთში იმპორტის აკრძალვა ძალაში რჩება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ცალმხრივი აკრძალვა მიუღებელია, განაცხადა ევროკომისიის სპიკერმა 16 აპრილს მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და უნგრეთმა ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, უკრაინიდან იმპორტი შეწყვიტეს. უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს დროებით სლოვაკეთიც აჩერებს პოლონეთმა და უნგრეთმა განაცხადეს, რომ შეზღუდვები 30 ივნისამდე გაგრძელდება. „მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სავაჭრო პოლიტიკა ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა და, შესაბამისად, ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია“, - განაცხადა სპიკერმა და აღნიშნა, რომ „გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის ფარგლებში ყველა გადაწყვეტილების ირგვლივ კოორდინაციას. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა და უნგრეთმა აკრძალეს მარცვლეულისა და სხვა საკვების იმპორტი უკრაინიდან, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა განაცხადეს, რომ ქვეყანაში უკრაინული ნაწარმის დიდი მოცულობით და გადასახადების გარეშე შედინებამ მათი შემოსავალი შეამცირა. პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის. უნგრეთის მთავრობამ თავის მხრივ, განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ. კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს არღვევს.

უკრაინის მარცვლეულის დერეფანი ომამდელ შესაძლებლობებს აღწევს - უკრაინა

უკრაინული მარცვლეულის დერეფანი რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრამდე სრული დატვირთვით მუშაობდა. უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერის დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, დერეფანში უკვე გაიარა 500-ზე მეტმა გემმა და მისი საშუალებით, 10 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. „ტვირთის აბსოლუტური უმრავლესობა მარცვლეულია, რომელიც ასე აკლია გლობალურ სამხრეთს. რაც შეეხება მის (მარცვლეულის დერეფნის - რედ.) ექსპლუატაციას, მან მიაღწია თავის შესაძლებლობებს, რაც სრულმასშტაბიან შეჭრამდე იყო,“ განაცხადა პლეტენჩუკმა. საზღვაო ძალების წარმომადგენლის თქმით, ვერ ვიტყვით, რომ „მარცვლეულის გარიგება“ უკრაინული დერეფნის ალტერნატივაა, რადგან ტვირთის რაოდენობა ამაზე მეტყველებს. 2020 წლის ივლისის შუა რიცხვებში რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა. ამის შემდეგ უკრაინამ ექსპორტის განახლება აგრესორი ქვეყნის მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა. უკრაინის შეფასებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, რომ მარცვლეულის დერეფნის მუშაობა, პორტებსა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით შეაფერხოს. აგვისტოში უკრაინამ დროებითი დერეფნები სამოქალაქო სავაჭრო გემებისთვის გახსნა. მარშრუტები, უპირველეს ყოვლისა, გათვლილია იმ გემებზე, რომლებიც ომის დაწყებიდან უკრაინის პორტებში იმყოფებოდნენ. უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის ალექსანდრ კუბრაკოვის განცხადებით, 4 დეკემბრის მდგომარეობით, დროებითი დერეფანი უკვე 200-მა გემმა გაიარა. მათ ოდესის პორტებიდან 7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გაიტანეს. ახლა ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.